ლანსოპრაზოლი 30მგ №10 კაფ

ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია

ლანსოპრაზოლი – 30 მგ
LANSOPRAZOLE – 30 mg
კაფსულები

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადების
სამკურნალო საშუალება

აღწერილობა: მყარი, ჟელატინის ორფერი კაფსულები (თეთრი და წითელი), კაფსულის შიგთავსი თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ბურთულების ფორმის გრანულები.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ლანსოპრაზოლი – 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, ლაქტოზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმი, სორბიტოლი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი, ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ – ელისონის სინდრომი, Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად დილით.
არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30მგ/დღეში.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 30მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლული: 30-60მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30მგ/დღეში – 4 კვირა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10მმოლ/სთ.
Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30მგ 2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ყაბზობა.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა.
კანი: იშვიათად – გამონაყარი, ანგიოდერმა.
ზოგჯერ – ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
შენახვის პირობები: ინახება 15-25ºCტემპერატურულ პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად. M
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ
ტელ/ფაქს: 259-64-46, 259-57-90;