ლეომენთი 100მლ

გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ლეომენთი
LEOMENTHUM

წამლის ფორმა: სიროფი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.
შემადგენლობა: შავბალახას სითხოვანი ექსტრაქტი – 20მლ; პიტნის ნაყენი – 2,5მლ; სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი 96%-იანი; სორბიტის სიროფი – 100მლ-მდე.
,,ლეომენთი” შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთეროვან ზეთებს, ფლავონოლურ გლიკოზიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინქველოზიდი), საპონი­ნებს, ალკალოიდ ლეონურინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია სორბიტზე!
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონური, ტკი­ვილგამაყუ­ჩებელი, ანტიკონვულსიური მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. სხვადასხვა ფორმის ნევროზები, უძილობა, მომატებული აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა, ნეიროგენული არითმია, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების დროს.
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი (15მლ) სიროფი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი (2,5მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1 დესერტის კოვზი (10მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა. კურსის განმეორება დასაშვებია 1 თვის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ,,ლეომენთი” ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 100მლ სიროფი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90.