მიგრენოლ - ნეო 250მგ №20 კაფ

გამოყენების ინსტრუქცია

მიგრენოლ-ნეო
Migrenol-Neo
პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა:
მცენარეული ნაკრების ფხვნილი – 0,25 გ.
ნაკრების შემადგენლობა: ლურჯი ნარის ფესვები (ღადიხ Eრინგიი ცამპესტრე) – 3 წილი; მინდვრის ნარის ფესვები (ღადიხ ჩირსიი სიმპლეხ) – 3 წილი; ბაბუაწვერას ფესვები (ღადიხ თარახაცი ვულგარე) – 1 წილი.
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, აეროსილი.
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ლიმონის, მაალონის, გლიკოლის მჟავები), ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ჰექსოზა, საქაროზა), ფენოლკარბონმჟავებს, კუმარინებს, ინულინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პარასამკურნალო საშუალებას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· თავის ტკივილი;
· შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე);
· შაკიკის სტატუსი (კომპლექსურ თერაპიაში სხვა საშუალებებთან ერთად);
· თავბრუსხვევა.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: მოზრდილებში 14 წლის ზემოთ – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის მიღების ჯერადობა გაიზარდოს 4– მდე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვემდე.
უკუჩვენება:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
· არტერიული ჰიპოტენზია;
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნედლეულისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ მოიპოვება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ.: +995 (32) 259-64-46, 259-57-90.