დეტალური აღწერა:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ფიტოკოლი
შიგნით მისაღები წვეთები
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია:
კამის ზეთი (Oლეუმ Aნეტჰი Gრავეოლენტის)-0,025მლ;
დამხმარე ნივთიერება:
კალიუმის სორბატი 0,05%, გამოხდილი წყალი -25 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კამის ზეთი ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, შეკრულობისგან სწრაფი გათავისუფლებით. ეფექტურად აძლიერებს დაგროვილი აირების გამოყოფას და შესაბამისად, ხსნის მუცლის შებერილობას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
აუმჯობესებს ზოგად ფიზიოლოგიურ მდგომარეობას მეტეორიზმის დროს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ფიტოკოლში შემავალი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ფიტოკოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, მსუბუქი დიარეა, იშვიათ შემთხვევაში კანზე გამონაყარი.
მიღების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
მიიღება პერორალურად. მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი 3-ჯერ დღეში, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6-დან 12 თვემდე 9_11 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1_დან 6 წლამდე _ 12_15 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.
შენიშვნა: ფიტოკოლის მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ფიტოკოლის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 25მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფიტოკოლის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება 15-25˚ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.