აქტიური სუბსტანციები: ჭინჭრის მშრალი ექსტრაქტი, კუროსთავის მშრალი ექსტრაქტი, გვირილას მშრალი ექსტრაქტი, გოგრის ზეთი, ანისულის ზეთი.
დამხმარე ნივთიერებები:: კალციუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი.
გამოყენების რეკომენდაცია: ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში , როგორც დამხმარე საშუალება
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
ფიტოკომპლექსში შემავალი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გააჩნია ანთების საწიანააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ბლოკავს ფერმენტებს რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროსტატის ზრდაზე, აუმჯობესებენ უროლოგიურ სიმპტომებს , ხელს უწყობენ პროსტატის ჯირკვლის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ჭინჭრის მშრალი ექსტრაქტი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ექსტრაქტი აფერხებს პროსტატის ზრდას, ამსუბუქებს შარდვას, ზრდის შარდის ნაკადს, ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას.
კუროსთავის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, საპონინებს, რომელთაც ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ექსტრაქტის გამოყენება ზრდის ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას.
გვირილას მშრალს ექსტრაქტს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური მოქმედება.
გოგრის ზეთი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით : კაროტინოიდები, ტოკოფეროლები, ფოსფოლიპიდები, სტერინები, ფლავონოიდები, ვიტამინები, მინერალები. გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური , ძლიერი პროსტატოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს ანთებით პროცესებს.
ანისულის ზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მსუბუქი შარდმდენი მოქმედება.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ 1 ჭიქა წყლის მიყოლებით:
1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ( ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
,,ფიტოპროსტი ’’’ არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III -გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ვარგისიანობის ვადა:3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში ,,ფიტოპროსტის ’’’ გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995(032) 259-57-90, 259-64-46.