ნეოიმუნი N20 კაფს

ამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ნეოიმუნი
NEOIMUNI

წამლის ფორმა: კაფსულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ზოგადი მატონიზირებელი საშუალებები.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნეოიმუნის მშრალი ექსტრაქტი (Extractum neoimuni siccum) – 0,25გ.
მზადდება კრაზანას ბალახის (Hypericum perforatum), სინამაქის ფოთლების (Cassia acutifolia), ასკილის ნაყოფების (Rosa cinnamomea), წითელი ჭარხლის ბოლქვების (Beta Vulgaris) საფუძველზე (3 : 2 : 2 : 3 );
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძეკარბონატი, აეროსილი.
ნეოიმუნის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერი­ცინი, გლუკო-ალოე-ემოდინი, გლუკორეინი), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუ­ტინი, იზორამნეტინი, კემპფეროლი), ვიტამინებს (C, B1, B2, P, PP, K, E), კაროტი­ნოიდებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), ცხიმოვან ზეთებს, პექტინურ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდე­პრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. ~ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის~ დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნი­ტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.) დროს;
· პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
· ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას;
· გამოფიტვის დროს უძილობისა და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
· არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების დროს;
· ზოგადი საერთო სისუსტის დროს.
გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3_დან 6 წლამდე: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6_დან 10 წლამდე: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 10_დან 14 წლამდე: 1 კაფსულა 3_ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მკურნალობის კურსის გამეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ ახდენს ზემოქმედებას.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46