ნეობეიბი 25 მლ

პარასამკურნალო საშუალება
ნეობეიბი
NEOBABY
შიგნით მისაღები წვეთები
გამოყენების ინსტრუქცია

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები:
კამის ნაყოფები (Fructus Anethi Graveolentis) – 30 გ
გვირილას ყვავილები (Flores Matricariae) – 20 გ
პიტნის ფოთლები (Folia Menthae piperitae) – 20 გ
კვლიავის ნაყოფები (Fructus Carvi) – 20 გ
კატაბალახას ფესურა ფესვებით – 10 გ
(Rhizoma cum radicibus Valerianae)
ეთილის სპირტი, გამოხდილი წყალი _ 1000მლ-მდე ნაყენის მიღებამდე.
სამკურნალო საშუალებაში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, ვალეპოტ­რიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. ნაწლავების ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლმომარაგებას და ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს დუღილის პროცესებს ნაწლავებში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აქვს ნაღვლმდენი და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მადას.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· მეტეორიზმი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუქციის მოშლა (სპასტიური კოლიტი).
· ენტეროკოლიტი, კოლიტი;
· ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად. პრეპარატი მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი 3-ჯერ დღეში, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6-დან 12 თვემდე 9_11 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1_დან 6 წლამდე _ 12_15 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.

შენიშვნა: პრეპარატის მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 25მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის წესი: ინახება 18-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-57-90, 259-64-46.