ალერგინი N20 ტაბლეტი

ალერგინი N20 ტაბლეტი
დეტალური აღწერა:

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტიალერგიული საშუალება.

ტაბლეტის შემადგენლობა: პერილას მშრალი ექსტრაქტი (Eხტრაცტუმ პერილლაე სიცცუმ) – 0,3გ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, წითელი პიგმენტი.   
        
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პერილას ანტიალერგიული მოქმედება (შერჩევითი ეფექტი მცენარეული მტვერით გამოწვეულ ალერგიულ სიმპტომებზე), ასევე ანტიპირეტული ეფექტი განპირობებულია მასში როზმარინის მჟავას, კოფეინის მჟავას და ლუტეოლინის შემცველობით. მცენარის შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები და პოლიფენოლები განსაზღვრავს მის ანტიოქსიდანტურ აქტივობას.
როზმარინის მჟავა ამცირებს ეოზინოფილების რიცხვს ბონქიალურ სეკრეტში, სასუნთქ გზებში. ასევე, სენსიბილიზირებულ ორგანიზმში ახდენს ცილების IL-4; IL-5 და ეოტაქსინის გაძლიერებული გამომუშავების ინჰიბირებას, ხელს უწყობს ალერგენ – სპეციფიკური ანტისხეულების – IGლ-ის, ციტოკინების, ქემოკინების გამომუშავებას. 

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
•    რინიტი;
•    პოლინოზები;
•    ალერგიული ცემინება;

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და საშუალოდ შეადგენს 3-4 კვირას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები: არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და მეხსიერებაზე, არ ახასიათებს შეჩვევა.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე. 
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
                          
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება 15-25ჩ ტეპერატურულ პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე. 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46,  259-57-90.