ჰეპამედი №30 კაფს

პარასამკურნალო საშუალება
ჰეპამედი
HEPAMEDI
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ჰეპამედის მშრალი ექსტრაქტი – 0.15გ
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი; მაგნიუმის ფუძე კარბონატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰეპამედის მშრალი ექტრაქტი მიიღება მწვანე უმწიფარი კაკლის (ჟუგლანს რეგია L.) ნაყოფების გარეკანიდან და ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით. კაკლის ნაყოფებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, ნაღვლმდენი, ლორწოვანი გარსის ამომფენი, შარდმდენი, ჭრილობის შემახორცებელი, ზოგადმატონიზირებელი მოქმედება.
,,ჰეპამედი” აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი მოქმედება, იცავს ღვიძლს დამაზიანებელი ფაქტორებისაგან.
მწვანე (უმწიფარი) კაკლის ნაყოფების გარეკანი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ С-ს, ასევე, შეიცავს ვიტამინებს: В1, В6, Е, პროვიტამინ А, ალკალოიდ იუგლონს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფენოლკარბომჟავებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
კუმარინებს და ფლავონოიდებს ახასიათებს ანტიმიკრობული, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი, შარდმდენი მოქმედება, Р ვიტამინური აქტივობა. В1 ვიტამინი არეგულირებს ნერვული სისტემის, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას, В6 ვიტამინს ახასიათებს ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებელი მოქმედება. ვიტამინი С არეგულირებს სისხლძარღვთა კედლების გამტარობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციებისადმი, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.

ჩვენებები:
• • ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;
• • ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• • ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიკური დაზიანებები;
• • ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
• • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებითა და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ პერიოდში.
• • ჰეპატიტი;
• • ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
• • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა (გასტრიტი, კოლიტი, ენტერიტი, დიარეა).

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დიეტის დაცვა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
ჰეპატიტის, ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ღვიძლის ციროზის დროს აუცილებელია 2 თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში ერთხელ 3 წლის განმავლობაში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. თირკმელ-კენჭოვანი და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის წარმოდგენილი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: სამი ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 59-57-90, 59-64-46