სამედიცინო დანიშნულების საგანი
ქაფურის სპირტი 2% – 10%
Spiritus Camphoratus 2% – 10%
გამოყენების ინსტრუქცია
გარეგანი სპირტიანი ხსნარი.
შემადგენლობა:
ქაფურის სპირტი 10%:
აქტიური სუბსტანცია: ქაფური – 10გ;
დამხმარე სუბსტანცია: ეთილის სპირტი 70% – 100მლ-მდე.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, ქაფურის სუნით.
გამოყენების რეკომენდაცია: გარეგანად შესაზელად , ნაწოლების პროფილაქტიკა.
გამოშვების ფორმა: 50მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პეტის ფლაკონებში.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.