დეტალური აღწერა:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ფიტოკოლი
შიგნით მისაღები წვეთები

გამოყენების ინსტრუქცია

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: 
კამის ზეთი (Oლეუმ Aნეტჰი  Gრავეოლენტის)-0,025მლ;
დამხმარე ნივთიერება:    
კალიუმის სორბატი 0,05%, გამოხდილი წყალი -25 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კამის ზეთი ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, შეკრულობისგან სწრაფი გათავისუფლებით. ეფექტურად აძლიერებს დაგროვილი აირების გამოყოფას და შესაბამისად, ხსნის მუცლის შებერილობას.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.

აუმჯობესებს ზოგად ფიზიოლოგიურ მდგომარეობას მეტეორიზმის დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ფიტოკოლში შემავალი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები: ფიტოკოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, მსუბუქი დიარეა, იშვიათ შემთხვევაში კანზე გამონაყარი.

მიღების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
მიიღება პერორალურად. მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი 3-ჯერ დღეში, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6-დან 12 თვემდე  9_11 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1_დან 6 წლამდე _ 12_15 წვეთი 3-ჯერ დღეში, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.

შენიშვნა: ფიტოკოლის მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ფიტოკოლის  მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 25მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის  ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფიტოკოლის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის წესი: ინახება 15-25˚ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან    დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.