ფიზიო 10მლ ცხ/წვ

სამედიცინო დანიშნულების საგანი
გამოყენების ინსტრუქცია
,,ფიზიო”
,,PHYSIO’’
0,65% ნაზალური წვეთები

საერთაშორისო სახელწოდება: ნატრიუმის ქლორიდი.
აღწერილობა: უფერო გამჭირვალე ხსნარი, სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა: ,,ფიზიო’’-ს ნაზალური წვეთები შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის _6,5მგ/1მლ (0,65% ხსნარი) ;
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ,,ფიზიო’’ 0.65% წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ( ჰიპოტონურს ), რომელიც ატენიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, აჯირჯვებს შესქელებულ ლორწოვან გამონადენს, აიოლებს მის გამოდევნას ცხვირის ღრუდან, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას. არბილებს ცხვირის ღრუში ლორწოვან გარსზე წარმოქმნილ ფუფხს და ხელს უწყობს მის მოცილებას. ფიზიო ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ხელს უშლის ოტიტის განვითარებას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ცხვირის ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებისას პრეპარატი ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედებისა და ქერქლის მოცილებას, რაც ამცირებს სისხლდენას.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· გამოიყენება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების ჰიგიენური დამუშავებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში (0.65% ხსნარი – ჩვილებშიც), ცხვირის ღრუს სწრაფი და იოლი გასუფთავებისთვის ბლანტი ლორწოსა და ფუფხებისაგან.
· ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავება და დატენიანება პროფესიული მავნე ნივთიერებებით (საღებავები, მტვერი, ფქვილი) დაბინძურებულ გარემოში ან კონდიცირებულ შენობაში ხანგრძლივად ყოფნისას.
· ცხვირის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მკვდარი უჯრედებისა და ქერქლის მოსაცილებლად.
უკუჩვენებები:
· მომატებული მგრძნობელობა ,,ფიზიო”-ს შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რაც გამოიხატება ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაში.
მიღების წესი და დოზირება: ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება გამოიყენება ინტრანაზალურად.
0.65%-იანი ნაზალური წვეთები: ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში, ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში, უფროსებში: 2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
გამოყენების რეკომენდაცია საშუალოდ სამი კვირა; განმეორებითი გამოყენება შესაძლოა ჩატარდეს 30 დღიანი შესვენების შემდეგ..
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდირებული ერთი ფლაკონის გამოყენება სხვადასხვა ადამიანის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება.
გამოყენების შემდეგ ფლაკონის ბოლო უნდა გაიწმინდოს.
ორსულობა და ლაქტაცია: ,,ფიზიო’’-ს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებულია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დაბალი აბსორბციის უნარის გამო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
შეფუთვა:
10მლ 0,65% ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ,,ფიზიო” ვარგისია 1 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ,,ფიზიო”-ს გამოყენება დაუშვებელია!
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი _ III (გაიცემა ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.