სალიცილის მჟავა 1%-2% 25მლ

კოსმეტიკური საშუალება

სალიცილის მჟავას 1%- 2%სპირტიანი ხსნარი
Solutio Acidi salicylici spirituosa 1%-2%
გამოყენების ინსტრუქცია

გარეგანი გამოყენების ხსნარი.

შემადგენლობა: 2% ხსნარი
აქტიური სუბსტანცია:
სალიცილის მჟავა – 2გ
დამხმარე სუბსტანცია:
70% ეთილის სპირტი – 100მლ-მდე.

აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, სპირტის სუნით.
სალიცილის მჟავას 2% ხსნარი მოქმედებს კანის ფენებზე, ახდენს მსუბუქ ექსფოლაციას, ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს, ებრძვის შავ წერტილებს, გამონაყარს, ათანაბრებს კანის ფერს.

გამოყენების რეკომენდაცია: შავი წერტილები, მუბუქი ექსფოლაცია.

გამოყენების წესი: გარეგანად. ხსნარს ბამბის ტამპონით დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე (5მლ ხსნარი ნაწილდება 8-10 სმ დიამეტრის უბანზე) 2-3 ჯერ დღეში, შეზელვის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 25მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.