სალბი+ C №12 ტაბ

კომბინირებული ფარმაკოლოგიური
პარასამკურნალო საშუალება
სალბი + c
SALVIA + C
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: სალბის ექსტრაქტი – 5მგ; სალბის ზეთი – 6მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, კაკაოს ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული მოქმედება.
პრეპარატის სამკურნალო ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთეროვანი ზეთები (15% ცინეოლის შემცველობით), ტრიტერპენული მჟავები (ურსოლის და ოლეანის), P, PP და ჩ ჯგუფის ვიტამინები.
მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, როზმარინის მჟავა ხასიათდება ზედაპირის შემომგარსველი აქტივობით, რაც განაპირობებს მათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. P ვიტამინი ამცირებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლების განვლადობას. სალბის ზეთის ანტიმიკრობული აქტივობა ძირითადად გამოხატულია ბაქტერიების გრამდადებითი შტამების მიმართ.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი;
· პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება:
თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთჯერ ჩასაწუწნად, დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე. მკურნალობის გახანგრძლივება და განმეორება დასაშვებია ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში აკრძალულია პრეპარატის გამოყენება.
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.