სალბი+ C №12 პასტილი

გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
სალბი + C
Salvia + C

წამლის ფორმა: პასტილები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: სალბის ექსტრაქტი – 5მგ; სალბის ზეთი – 6მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, იზომალტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.
პრეპარატის სამკურნალო ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთეროვანი ზეთები (15% ცინეოლის შემცველობით), ტრიტერპენული მჟავები (ურსოლის და ოლეანის), P, PP და C ჯგუფის ვიტამინები.
მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, როზმარინის მჟავა ხასიათდება ზედაპირის შემომგარსველი აქტივობით, რაც განაპირობებს მათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. P ვიტამინი ამცირებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლების განვლადობას. სალბის ექსტრაქტს ახასიათებთ სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას; სალბის ზეთის ანტიმიკრობული აქტივობა ძირითადად გამოხატულია ბაქტერიების გრამდადებითი შტამების მიმართ.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი;
· პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება:
პასტილები ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.
მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: თითო პასტილა ყოველ 2-3 სთ-ში (არაუმეტეს 6-8 პასტილისა დღეში).
ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო პასტილა 3-4-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 პასტილისა დღეში).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
6 პასტილა ბლისტერზე. ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25⁰ჩ ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.