რეჰიდრონი ნეო საბავშვო N10 პაკეტი

გამოყენების ინსტრუქცია
რეჰიდრონი ნეო საბავშვო
REHYDRON NEO KIDS
წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.
შემადგენლობა: გლუკოზა – 3,56გ; ნატრიუმი – 326მგ; ციტრატი – 388მგ; კალიუმი – 158მგ, ქლორიდი – 427მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფორთოხლის არომატიზატორი, სახარინი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.
,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდენს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას. 
ფარმაკოკინეტიკა – თ1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში. 
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში 2 წლამდე ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში ხსნარის მიღება შეიძლება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში. 
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის მიღება. 
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:

სხეულის წონა- კგსაჭირო სითხის საერთო რაოდენობა (ლ)რეჰიდრონი ნეო საბავშვოწყალი(ლ)სხვა სითხეები(ლ)
50,830,350,210,27
610,420,250,33
71,050,440,260,35
81,10,460,280,36
91,150,480,290,38
101,20,50,30,4
121,30,540,320,44
141,40,580,350,47
161,50,620,370,51
181,60,660,40,54
201,70,70,420,58
251,80,750,450,6
301,90,80,480,62
402,10,90,540,66
502,31,00,60,7
702,71,20,720,78

 

დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით. 
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში. 
უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში. 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე: ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა: 5,185გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე. 
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºCტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.