გამაგრილებელი და სასარგებლო ჩაი
მოცვის ცივი ჩაი დამზადებულია მოცვის ფოთლების საფუძველზე. მოცვის ფოთლები მდიდარია ანთოციანური გლიკოზიდებით (განსაკუთრებით მირტილინითა და ნეომირტილინით, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში), ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, ტრიტერპენული ნაერთებით (ოლეინის მჟავა და სხვა), c ვიტამინით (250მგ%-მდე), კაროტინით, ჰიდროქინონით და სხვა სასარგებლო ნაერთებით.
შემადგენლობა: მოცვის ფოთლები, სვიტლი, კალიუმის სორბატი.
მოცვის ცივ ჩაის აქვს მხედველობის გამაუმჯობესებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, სისხლში შაქრის დონის შემცირებას, ამიტომ რეკომენდირებულია გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის.
შენახვა რეკომენდებულია 8-25c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.