მიგრენოლ-ნეო 10მლ ცხ/წვ

პარასამკურნალო საშუალება

“მიგრენოლ-ნეო”
“MIGRENOL-NEO”
ნაზალური წვეთები
GUTTAE NASALES

გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია:
მცენარეული ნაკრების ფხვნილისგან მიღებული წვენი – 9,5 მლ;
(Succus ex Pulver cpecies plantabilis)
ნაკრებში შედის:
ლურჯი ნარის ფესვები – 3 წილი;
(Radix Eryngii Campestre);
მინდვრის ნარის ფესვები – 3 წილი;
(Radix Cirsii simplex)
ბაბუაწვერას ფესვები – 1 წილი;
(Radices Taraxaci)
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 70% – 0,5 მლ
(spiritus aethylicus)
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი – 0,025 გ
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, ფენოლკარბონმჟავებს, ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ლიმონის, მაალონის, გლიკოლის მჟავები), ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ჰექსოზა, საქაროზა), კუმარინებს, ინულინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პარასამკურნალო საშუალებას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· თავის ტკივილი;
· შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე);
· შაკიკის სტატუსი (კომპლექსურ თერაპიაში სხვა საშუალებებთან ერთად);
· თავბრუსხვევა.
უკუჩვენება:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
· არტერიული ჰიპოტენზია;
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნედლეულისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები არ მოიპოვება.
მიღების წესი და დოზირება:
ინტრანაზალურად: 1-2 წვეთი ორივე ნესტოში 1-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის მიღების ჯერადობა გაიზარდოს 2 – მდე;
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ მოიპოვება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10მლ ხსნარი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორადი შეფუთვა: ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 1 წელი.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ.: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.