კატაბალახას ნაყენი 25მლ

გამოყენების ინსტრუქცია

კატაბალახას ნაყენი
Tinctura Valerianae

პარასამკურნალო საშუალება
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები.
შემადგენლობა:
კატაბალახას ფესურები ფესვებით – 5გ;
70%-იანი ეთილის სპირტი – საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ფესურასა და ფესვებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთები, ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები) ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძიერებენ საძილე და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი; აგზნებულობა, უძილობა, დაძაბულობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში – 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში – იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ემოციური რეაქციების დათრგუნვას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ძილიანობას, მოთენთილობას.
ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად იწვევს მათი მოქმედების პოტენცირებას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შეფუთვა: 25მლ ნაყენი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
შენახვა: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.