ლაბორატორიაში ანალიტიკოსი
მთავარი » ვაკანსიები » ლაბორატორიაში ანალიტიკოსი
შპს “ნეოფარმი ” აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიაში ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1 საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სუბსტანციის, შესაფუთი მასალების, ნახევარპროდუქტების, დაუფასოებელი (ბალკი) და მზა პრეპარატის სინჯის აღება ხარისხის კონტროლის განყოფილებაში დამტკიცებული მეთოდების გამოყენებით;
- სუბსტანციის, შესაფუთი მასალების, ნახევარპროდუქტების, დაუფასოებელი (ბალკი) და მზა პრეპარატის ხარისხის კონტროლი;
- ხარისხის სერთიფიკატის გაცემა;
- ანალიზის მეთოდების ვალიდაცია;
- პრეპარატების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემუშავება და წამლის სააგენტოში წარდგენა დასარეგისტრირებლად;
- პრეპარატების ხელახალი რეგისტრაციის, ცვლილებების განხორციელება;
- პრეპარატების და ნახევარპროდუქტების სპეციფიკაციების შემუშავება; არსებული სპეციფიკაციების დახვეწა;
- პრეპარატების სტაბილურობის შესწავლა; ვარგისობის ვადის გაზრდა, თუკი პრეპარატის სტაბილურობა იძლევა ამის საშუალებას;
- საწარმოო რეგლამენტებზე მუშაობა;
- სააფთიაქო ქსელში გასული პრეპარატების სტაბილურობის მონიტორინგი.
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
- სასურველია თუმცა არა აუცილებელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- უფასო ერთჯერადი კვებას;
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;