საწყობის თანამშრომელი

შპს ,,ნეოფარმი+“-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 60-მდე ფილიალს(აფთიაქს) და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 10:00 დან 18:00 საათამდე

მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაწყობე მასალის ჩამოტვირთვა- დატვირთვა
  • მიღებული მასალების დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  • მოთხოვნილი პროდუქციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • პროდუქციის აგროვება, დასაწყობება;
  • წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@www.neopharmi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ‘’საწყობის თანამშრომელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი+“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე  განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.   თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@www.neopharmi.ge, ტელ: 577 545 097   კანდიდატის პერსონალური მონაცემების  გაგზავნით კანდიდატი  ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის  პერსონალური მონაცემი  შეგროვდეს, დამუშავდეს და  შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით. „ნეოფარმი +“  გისურვებთ წარმატებას.