ფაგოვიტა S (სალბი) N12 პასტილა

დეტალური აღწერა:

გამოშვების ფორმა: პასტილა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანციები: Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli მიმართ აქტიური სპეციფიკური ბაქტერიოფაგები;  სალბის ექსტრაქტი; სალბის ზეთი;

დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, იზომალტი, ჟელატინი, საქაროზა.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისსგააჩნია ანთების საწინააღმდეგოანტიმიკრობულიანტივირუსული და ამოსახველებელი მოქმედება.

პრეპარატის ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli მიმართ აქტიური სპეციფიკური ბაქტერიოფაგები და მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთეროვანი ზეთები (15% ცინეოლის შემცველობით), ტრიტერპენული მჟავები (ურსოლის და ოლეანის).

მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, როზმარინის მჟავა ხასიათდება ზედაპირის შემომგარსველი აქტივობით, რაც განაპირობებს მათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. სალბის ექსტრაქტს ახასიათებთ სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას; სალბის ზეთის ანტიმიკრობული აქტივობა ძირითადად გამოხატულია ბაქტერიების გრამდადებითი შტამების მიმართ.

 

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაშიროგორც დამხმარე საშუალება.

• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებიფარინგიტიტონზილიტილარინგიტიბრონქიტი;

• პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისტომატიტიგინგივიტიკბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა.

 

უკუჩვენება:მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება: პასტილები ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.

მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: თითო პასტილა ყოველ 2-3 სთ-ში (არაუმეტეს 6-8 პასტილისა დღეში).

ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო პასტილა 3-4-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 პასტილისა დღეში).

მიღების კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ჭარბი დოზირებადოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 6 პასტილა ბლისტერზე.

ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 20oC ტემპერატურის პირობებში.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

შემუშავებულიაგიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და შპს ნეოფარმის მიერ.

დამზადებულიადამზადებულია შპს ელიავანეოსათვისშპს ნეოფარმის მიერ

საქართველოთბილისიაღმაშენებლის ნი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.