ფაგოვიტა E (ევკალიპტი) N12 პასტილა

დეტალური აღწერა:

გამოშვების ფორმა: პასტილა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანციები: Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli მიმართ აქტიური სპეციფიკური ბაქტერიოფაგები;  ევკალიპტის ზეთი;

დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, იზომალტი, ჟელატინი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისსგააჩნია ანთების საწინააღმდეგოანტიმიკრობულიანტივირუსული და ამოსახველებელი მოქმედება.

პრეპარატის ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., E. coli მიმართ აქტიური სპეციფიკური ბაქტერიოფაგები და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: ეთეროვანი ზეთები (80% ცინეოლის შემცველობით), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაშიროგორც დამხმარე საშუალება.

• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებიფარინგიტიტონზილიტილარინგიტიბრონქიტი;

• პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისტომატიტიგინგივიტიკბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება: პასტილები ნელა უნდა გაიწოვოს პირის ღრუში.

მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: თითო პასტილა ყოველ 2-3 სთ-ში (არაუმეტეს 6-8 პასტილისა დღეში).

ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო პასტილა 3-4-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 პასტილისა დღეში).

მიღების კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 6 პასტილა ბლისტერზე. ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

შენახვის წესი: ინახება მშრალსინათლისგან დაცულ ადგილზეარაუმეტეს 20oC ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

შემუშავებულიაგიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და შპს ნეოფარმის მიერ.

დამზადებულია:დამზადებულია შპს ელიავანეოსათვისშპს ნეოფარმის მიერ

საქართველოთბილისიაღმაშენებლის ნი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.