სკინორელი 100მლ

სკინორელი

წამლის ფორმამცენარეული წარმოშობის სითხოვანი ექსტრაქტი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერილობა: სპეციფიკური სუნისმუქი ყავისფრი ფერის სითხედასაშვებია ნალექის არსებობა.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ორკბილას მშრალი ექსტრაქტიგვირილას მშრალი ექსტრაქტი.

დამხმარე ნივთიერებებისორბინის მჟავაეთილის სპირტიწყალი.

ორკბილა მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებსმთრიმლავ ნივთიერებებსკუმარინებსმიკროელემენტებს.

გვირილას  მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგუურად აქტიურ ნივთიერებებსფლავონოიდებს (აპიგენინილუტეოლინი), აზულენსტანინებსპექტინებსკუმარინებსფიტოსტერინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგობაქტერიციდული მოქმედებარაც დაკავშირებულია ორკბილას და გვირილას ექსტრაქტების შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდურ ნაერთებთან (ფლავონები და ხალკონები), ასევე მთრიმლავ ნივთიერებებთანრომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლებიისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებითვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები.

გარდა აღნიშნულისაპრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიულისიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასბანაობისას უზრუნველოფს კანის ჰიგიენას.

ჩვენებაგამოიყენება კომპლექსურ თერაპიაშიროგორც დამხმარე საშუალება:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.

  • ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
  • ეგზემა;
  • ფსორიაზი;
  • ფურუნკული;
  • პიოდერმია.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

უკუჩვენებამომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:

ფლაკონი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

 აბაზანის  მოსამზადებლად ,,სკინორელი“- 20მლ ხსნიან 10 თბილ წყალში და კარგად შეურევენ

გამოშვების ფორმაპირველადი შეფუთვა: 100მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში.

მეორეული შეფუთვა: 1ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობებიინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებშისინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი IIIგაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელიშპს ,,ნეოფარმი’’.

საქართველოთბილისაღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი:+995(0322)259-64-46, 259-57-90.