ალკოსეპტი ნეო 96%
,,ალკოსეპტი ნეო 96%” წარმოადგენს ეთილის სპირტის 95,1-96,6%(მლ/მლ, 20˚ჩ) და 4-5% წყლის კონცენტრატს, რომელიც გამოიყენება 75%-იანი ანტისეპტიკურ-სადეზინფექციო წყალხსნარის მოსამზადებლად. ,,ალკოსეპტი ნეო 96’’-ის 75%-იანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისას ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით. უფრო ღრმად აღწევს ეპიდერმისში, ვიდრე 95% სპირტი. გარეგანი გამოყენებისას არ არის ტოქსიური და კანცეროგენული. ,,ალკოსეპტი ნეო 96% ‘’ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი.
მოხმარების წესი:
75% -იანი ხსნარის მისაღებად 100მლ ,,ალკოსეპტი ნეო 96%’’განზავდება 18,5მლ გადადუღებულ წყალში. ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ხსნარი შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში აქტივობას ინარჩუნებს ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
გამოყენების წესი:
ხელების სწრაფი დეზინფექციისთვის. დაიტანეთ გარეგანად ,გააჩერეთ 2წთ, არ ჩამოიბანოთ.
ექსპოზიციის დრო:
ხელების ჰიგიენური დამუშავება: 5მლ ხსნარი 2წთ-ის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
100მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი:
ინახება 15-25˚ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
უსაფრთხოება:
- გარეგანი მოხმარებისას არ არის ტოქსიური. ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
- მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.
მწარმოებელი: შპს ნეოფარმი