ფიტოხოლი № 20 კაფსულა

დეტალური აღწერა:

გამოყენების ინსტრუქცია

გამოშვების ფორმა: კაფსულები.

გარეგნული აღწერა: თეთრი მყარი ჟელატინის კაფსულები, კაფსულის შიგთავსი –  მოყავისფერი შეფერილობის,  ოდნავ მომწარო, სუსტი ,თავისებური სასიამოვნო სუნის ფხვნილი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება. 

კაფსულის შემადგენლობა: ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ეექსტრაქტი – 400მგ;
ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ეექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: გლიკოზიდებს (გენციოპიკრინი, ამაროგენცინი), რომლებიც ექსტრაქტს ანიჭებენ მომწარო გემოს, ამაღლებენ   ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებენ ღვიძლის მეტაბოლურ ფუნქციას. ასევე ალკალოიდ გენციანინს, იროდოიდებს,  ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. 
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი, მოქმედება. აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაღველის გამომუშავების გაძლიერებას და  და მის უკეთ დინებას, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, მის  დეტოქსიკაცას. ასევე აუმჯობესებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების მოტორიკას, აუმჯობესებენ საწმლის მონელებას და მადას. ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას, გვეხმარება განვთავისუფლდეთ ყაბზობისა და მეტეორიზმისაგან. 


ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.  ღვიძლისა და სანაღვლე გზების  ფუნქციის გასაუმჟობესებლად.
•    ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
•    სანაღვლე გზების დისკინეზია;
•    მეტეორიზმი,
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა;

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ;  არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლაის წყლული, ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. იშვიათად გულისრევა, მუცლის ტკივილი.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 18 წლის ზემოთ მოზარდებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, საკვების მიღების წინ ან კვების დროს მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 21-30 დღე;
 აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი მკურნალობის კურსის გავლა.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: შეიძლება გააძლიეროს ნაღვლის გამომყოფი საშუალებების მოქმედება. არ არის რეკომენდებული ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება..

გამოშვების ფორმა:  10 კაფსულა  ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 2 წელი;

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46,  259-57-90.