დეტალური აღწერა:

 

აღწერა: უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის , გამჭვირვალე, ქაფურისათვის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე სითხე .

 

შემადგენლობა: როზმარინის ზეთი 10მლ, 20მლ.

როზმარინის ზეთი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა (მაკრო და მიკრო ელემენტები, ვიტამინები,ორგანული მჟავები,ფიტოსტერინები)ამიტომაც გააჩნია მრავალი სასარგგებლო თვისება: მატონიზირებელი,  ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული.   აქტიურად იყენებენ კანისა და თმის მოსავლელად.ამცირებს ცხიმიანი კანის ფორებს, ათანაბრებს კანის რელიეფს, კანი ხდება უფრო ნაზი და ელასტიური; აჯანსაღებს თმებს Aa და ხელს უწყობს მათ ზრდას, ამცირებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს. იყენებენ აგრეთვე ,როგორც შენობების ჰაერის ,ასევე აბაზანების   წყლის არომატიზირებისთვის.

 

გამოყენების რეკომენდაცია:

თმის მოვლა(თმის სტრუქტიურის გაუმჯობესება, ზრდის სტიმულაცია),

კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება,

ჰაერის არომატიზაცია,

აბაზანის არომატიზაცია.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

კოსმეტიკური საშუალებების არომატიზირება და გამდიდრება: 2-3წვეთი 10გ კოსმეტიკურ საშუალებაში(კრემები ,ლოსიონები, მცენარეულ ზეთში, შამპუნში …)

აბაზანის მიღებისას, 37-38°C წყალში შეიტანეთ წინასწარ მცირე რაოდენობით რძეში გახსნილი ან  ზღვის მარილში შერეული 7-8წვეთი ზეთი. აბაზანის მიღების  ხანგრძლივონბა 15-20წთ. აბაზანები როზმარინის ზეთით ხელს წყოს კანის გაჯანსაღებას, კანის უჯრედების აღდგენას.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის 5-10წვეთი შეურიეთ 100მლ შამპუნს , კარგად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ჩვეულებრივად თავის დაბანისას.თმები ხდება უფრო ძლიერი, ჯანსაღი .

 თმის ძირების გასამაგრებლად,  შეიზილეთ რამდენიმე წვეთი თმის ძირებში და გააჩერეთ 30წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ(კვირაში 2ჯერ).

 შენობის ჰაერის არომატიზირება:  სუნელოვანი ეთერზეთი ჰაერს სისუფთავის და სიგრილის ელფერს შესძენს.

განსაკუთრებული  გაფრთხილება: განუზავებელი ზეთის კანზე დატანა არ შეიძლება!

გამოიყენება მხოლოდ  ფუძე- მატარებელში(მცენარეული ზეთი, კრემი..) გახსნილი 1:7 თანაფარდობით.

გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ეთერზეთის მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი,მაღალი არტერიული წნევა,6 წლამდე  ბავშვთა ასაკი. 

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისობის ვადა: 2წელი

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგსობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში როზმარინის ზეთის გამოყენება დაუშვებელია.

 

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი“.

საქართველო, თბილის, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ:

ტელ/ფაქსი:+995(032)259-64-46. 259-57-90.