დეტალური აღწერა:
გამოყენების ინსტრუქცია
კალადერმის ლოსიონი
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ვარდისფერი თიხა, თუთიის ოქსიდი, გლიცერინი, ბენტონიტი, ნატრიუმის ციტრატი, თხევადი ფენოლი, ვარდის წყალი.
გამოყენების ფორმა: ბურთულიანი აპლიკატორი (ღოლლ-ონ), რომელიც უზრუნველყოფს კალადერმის ლოსიონის მარტივ და მიზანმიმართულ გამოყენებას
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვარდისფერი თიხა მინერალია, რომელსაც აქვს უნიკალური თვისებები კანის აღსადგენად მისი სხვადასხვაგვარი დაზიანებებისა და არასასურველი კოსმეტიკური ეფექტებისას.
კალადერმის ლოსიონი წარმოადგენს კოსმეტიკურ საშუალებას კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლოსიონი კანზე ახდენს გამომშრობ, გამაგრილებელ, დამამშვიდებელ მოქმედებას. ლოსიონის აქტიური ნივთიერებები აშრობენ და აწყნარებენ კანს, ამცირებენ გაღიზიანებას, შეშუპებას, ქავილს, ანთებას, ახდენენ დეზინფიცირებას, კანის დაზიანებულ ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბარიერს. ლოსიონის სწორი გამოყენებისას არ აღინიშნება ორგანიზმზე სისტემური მოქმედება.
გამოყენების უკუჩვენება:
არ გამოიყენება პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის არსებობისას.
გამოყენების ჩვენება: გამოიყენება აკნეს, კანის ქავილის, სიწითლის, მწერების ნაკბენების, მზის დამწვრობის დროს.
გამოყენების წესი: ფლაკონს კარგად შეანჯღრევენ, ბურთულიანი აპლიკატორის საშუალებით ლოსიონს დაიტანენ კანზე უსიამოვნო სიმპტომების მქონე უბნებზე, აყოვნებენ გაშრობამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, პროცედურის განმეორება შესაძლებელია დღეში რამდენიმეჯერ.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდირებული ერთი ფლაკონის გამოყენება სხვადასხვა ადამიანის მიერ.
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად, დაუშვებელია ლოსიონის შინაგანი მიღება (შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა), მოერიდეთ მის თვალსა და ლორწოვან გარსებზე (ცხვირის, პირის ღრუს) მოხვედრას.
გამოშვების ფორმა: 4მლ ხსნარი ფერად ფლაკონში ბურთულიანი აპლიკატორით (ღოლლ-ონ).
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს. ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
თელ/Fახ: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.