ვენორიქსი N30 კაფსულა

წამლის ფორმაკაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, კაპილარული ქსელის სხვა სტაბილიზატორები.

კაფსულის  შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: ცხენისწაბლას (Aesculus hippocastanum) ექსტრაქტი – 200 მგ (20% ესცინის შემცველობით); ჰესპერიდინი (Hesperidin)  – 50 მგ; რუტინი – 50 მგ; ვიტამინი C – 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პვპ, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: რეკომენდირებულია გამოყენება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ესცინის, ჰესპერიდინის, რუტინის დამატებითი წყაროს სახით. ,,ვენორიქსი’’-ს ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას განსაზღვრავს მისი შემადგენელი კომპონენტების კომბინირება, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და განსაზღვრავენ კომპლექსურ – ვენოტონურ, ანგიოპროტექტორულ, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელ ეფექტს.

ცხენისწაბლას ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების – ესცინის შემცველობასთან, რომელსაც აქვს გამოხატული ვენოტონური მოქმედება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უშლის მასში თრომბოზების განვითარებას. ამავე დროს, ამცირებს კაპილარების კედლების განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ესკულინი ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბოზულ აქტივობას, სისხლძარღვების რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში ზრდის ანტითრომბინის გამომუშავებას. ესცინი ამცირებს სისხლის სიბლანტეს. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ანელებს სისხლის შედედების უნარს.

ჰესპერიდინს აქვს სისხლძარღვების მატონიზირებელი მოქმედება, ზრდის კაპილარების სიმტკიცეს, ამცირებს მათი კედლების განვლადობას, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამცირებს შეშუპებებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებსა და პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. ჰესპერიდინის ეფექტი ვლინდება თანდათანობით, მაგრამ ხანგრძლივად.

რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური ეფექტები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. გარდა ამისა, რუტინისთვის დამახასიათებელია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პლაზმის თხევადი ნაწილის ექსუდაციისა და სისხლის უჯრედების დიაპედეზის სისხლძარღვის კედელში შემცირება; ნაღვლმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.

ვიტამინი C მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირბადის ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ზრდას. გარდა ამისა, ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათ შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების  განვლადობას. ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.

 

 

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.

ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნების, შუშუპების, ტკივილის თავიდან აცილებისა და მათი პროფილაქტიკისთვის.

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას;

     ასევეგამოიყენება:

  • ბუასილის კომპლექსურ მკურნალობაში ჩასართავად;
  • ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკისთვის შეკრულობის დროს.

 

 

უკუჩვენებაინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართორსულობალაქტაციის პერიოდითირკმელების მძიმე დაავადებები.

გვერდითი მოვლენებიიშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებიდარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევადისპეფსიადიარეა).

მიღების წესი და დოზირება: მიიღება მოზრდილებში 18 წლის ზემოთ კაფსულა 2-3-ჯერ  დღეშიჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებითმკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვესსაჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კურსის რამდენჯერმე განმეორება წლის მანძილზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთანცხენისწაბლას ექსტრაქტი არაპირდაპირ კოაგულანტებთან და სხვა ანტითრომბოზული მოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს მათ მოქმედებასამიტომ არ არის სასურველი მათი კომბინირებული გამოყენება.

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათი ნეფროტოქსიკური ეფექტის გაძლიერებას.

ერთდროული მიღებისას ცეფალოსპორინები ამცირებენ ცხენისწაბლას ექსტრაქტის შეკავშირებას პლაზმის ცილებთან.

დოზის გადაჭარბება: მონაცემები არ მოიპოვებაშესაძლებელიაადგილი ჰქონდეს გვერდითი ეფექტების გაძლიერებასმაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება ექიმის მითითების შესაბამისად.

დოზის გამოტოვებადოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღებაშემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზეპრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობებიინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებშიმშრალსინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქცტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელიშპს „ნეოფარმი“.

საქართველოთბილისიდავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.