შემადგენლობა: სელის თესლის შემადგენლობაში შედის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, წყალი, მონო და დისაქარიდები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ქოლინი; მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი; მაკრო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; ცხიმოვანი მჟავები: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტები.
მომზადების წესი: 1 ჩ.კ ნედლეულს ამატებენ ერთ ჭიქა (1:30) მდუღარე წყალს, ჭურჭელს თავს დააფარებენ და წამოადუღებენ 15წთ-ით ნელ ცეცხლზე პერიოდული შენჯღრევით. უმჯობესია, ნახარშის მომზადება მოხდეს საღამოს და დაყოვნდეს დილამდე შეფუთულ მდგომარეობაში. მიღებულ ლორწოს გადაწურავენ მარლის ორმაგ ფენაში.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.