ნეოსილი ფიტო №10 პაკ

პარასამკურნალო საშუალება
“ნეოსილი ფიტო”
ფორთოხლის არომატით
“NEOSILI PHYTO”
With orange flavor
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში – 7გ;
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ერთი პაკეტის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანციები: ლოტუსის ექსტრაქტი 0.04გ, ინდური სარსაპარილას ექსტრაქტი 0.04გ, კოჭას ექსტრაქტი 0.04გ, ქებულას ტერმინალიას ექსტრაქტი 0.04გ, ჩინური ვარდის ექსტრაქტი 0.04გ, დამასკური ვარდის ექსტრაქტი 0.04გ, თეთრი ეკლიპტას ექსტრაქტი 0,04გ, ძირტკბილას ექსტრაქტი 0,04გ, მუხის ქერქის ექსტრაქტი 0.02 გ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის ემულსია, აეროსილი მსუბუქი, PEG 400.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნეოსილი ფიტო წარმოადგენს კომბინირებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ლოტუსის ექსტრაქტი(Nelumbo Nucifera Extract) მდიდარია ფლავონოიდებით, ალკალოიდებით (ნეფერინი, ნუციფერინი, ლოტუზინი) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ, ანტისპაზმურ, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევ მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას. აქვს დამამშვიდებელი გავლენა ორგანიზმზე. Aანტიოქსიდანტური თვისებების საშუალებით იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
ინდური სარსაპარილას ექსტრაქტი (Hemidesmus Indicus Extract)შეიცავს უნიკალურ ფიტოსტეროიდს, გლიკოზიდებს, (პარილინი და სარსაპარილოზიდი), საპონინებს(ძირითადად სტეროიდული საპონინები), ფლავონოიდებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილს. ექსტრაქტში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, მათ შორის შარდოვანას. ასევე აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
კოჭას ექსტრაქტი (Zingiber Officinale Extract) შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის ტკივილს კუნთებსა და სახსრებში, იყენებენ როგორც დამხმარე საშუალებას რევმატიზმის, ართროზის, ართრიტის მკურნალობისას.
ქებულას ტერმინალიას ექსტრაქტი (Terminalia Chebulae Extract) მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით: ფლავონოიდები, პოლისაქარიდები, ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები.
ჩინური ვარდის ექსტრაქტი (Hibiscus Rosa-sinensis Extract) მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით (ფლავონოიდები, პოლისაქარიდები, ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები) რომელთა კომლექსური მოქმედებით ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ნაღვლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედება. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
დამასკური ვარდის ექსტრაქტი (Rosa Damascene Extract) მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით (ფლავონოიდები, მთრიმლავი ნივთიერებებით, ანთოციანები, ამინომჟავები, ვიტამინები). დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ხსნის მენსტრუალურ ტკივილს. ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
თეთრი ეკლიპტას ექსტრაქტი (Eclipta Alba Extract) შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსს(ალკალოიდები, ფლავონოიდები, ლუტეოლინი და აპიგენინი, მთრიმლავი ნივთიერებები), რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ხსნის მუხლების და წელის ტკივილს .
ძირტკბილას ექსტრაქტი (Glycirrhiza glabra Extract) შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსს (გლიცერიზინს, გლიკოზიდებს) რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას.
მუხის ექსტრაქტი (Quercus Infectoria Extract) მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ისინი აქტიურად უკავშირდებიან ცილებს, ქსოვილების გაღიზიანების გარეშე წარმოქმნიან ერთგვარ დამცავ ბარიერს. სწორედ ტანინები განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო მოქმედებას. ტანინები ამცირებს ტოქსინების შეწოვას სისხლში. როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, ექსტრაქტში შემავალი კატექინები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან .
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილი (თავის, კბილის);
• სახსრებისა და კუნთების დაავადებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი,
• ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ოტოლარინგოლოგიაში;
• დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
• ცხელებით მიმდინარე დაავადებები (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვები 12 წლამდე;
მიღების წესი და დოზირება:
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.
დოზირება მოზრდილებისთვის: 1 პაკეტი (0,34გ) 2-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
,,ნეოსილი ფიტო’’ უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 15 დღისა.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ “ნეოსილი ფიტო”კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე:
• პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
• შეიცავს საქაროზას, სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების დროს.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა.
მკურნალობა სიმპტომურია, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
,,ნეოსილი ფიტოს’’ გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სიფრთხილის დაცვაა საჭირო “ნეოსილი ფიტოს” და დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ერთდროული დანიშვნისას, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათ ურთიერთქმედებას.
შეფუთვა: 7 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.