თუთიის მალამო 10% 25გრ ტუბი

სამედიცინო დანიშნულების საგანი
გამოყენების ინსტრუქცია
თუთიის მალამო ნეო
Unguentum Zinci Neo

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის ზეთი.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
ნაოფლარი. ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი მოქმედება.
გამოყენების წესი: წინასწარ გასუფთავებულ კანზე მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა თუთიის მალამოს კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუთიის მალამო გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მალამოს გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 25გ მალამო ალუმინის ტუბში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
თბილისი. საქართველო. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90.