თეიმუროვის პასტა ნეო 35გრ

კოსმეტიკური საშუალება

თეიმუროვი ნეო
ფეხის კრემი ანტიპერსპირანტი
TEIMUROVI NEO
ANTI-PERSPIRANT FOOT CREAM
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: ბორის მჟავა – 0,9%; ნატრიუმის ტეტრაბორატი – 2,5%; სალიცილის მჟავა – 1,48%; თუთიის ჟანგი – 17%; ჰექსამეთილენტეტრამინი – 2,9%; ფორმალდეჰიდის ხსნარი – 2,5%; ტყვიის აცეტატი – 0,3%; ტალკი – 26,7%; გლიცერინი – 4,64%; ლიმონის ზეთი – 0,6%; ქსანტანის გუმფისი – 0,4%; გამოხდილი წყალი – 40,08%.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფლის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კოსმეტიკური საშუალების კომპონენტების კომპლექსს აქვს მაშრობი ეფექტი, ასევე აქრობს ოფლის უსიამოვნო სუნს.

გამოყენების რეკომენდაცია:
ოფლიანობა, ოფლის არასასიამოვნო სუნი.
მიღების წესი და დოზირება: კრემს შეიზელენ კანზე 1-3 წუთის განმავლობაში დაბანისა და გამშრალების შემდეგ 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კრემის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გვერდითი მოვლენები: იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ გამოიყენება.
სიფრთხილე: არ არის რეკომენდებული თეიმუროვის ნეო გამოყენება ზედაპირის დიდ ფართობზე.

შეფუთვა:
შენახვა:
35გ კრემი პოლიმერული მასალის ფლაკონში ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა:
35გ კრემი პოლიმერული მასალის ფლაკონში- 1 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში თეიმუროვი ნეოს გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46, 259-57-90.