გოჯის პასტილა N12

ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი
გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი
პასტილები

GOJI BERRY EXTRACT
PASTILLES

პასტილას შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი – 0,2გ.
დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, მენთოლი, ლიმონმჟავა, კოწახურის არომატი, სვიტლი, წყალი.
ექსტრაქტი შეიცავს ვიტამინებს (B1, B2, B6, E, C, კაროტინოიდები); ანტიოქსიდანტებს (ბეტა სიტოსტეროლი, ზეაქსანტინი, ომეგა-3, ომეგა-6); მიკროელემენტებს: Ge, Zn, I, Ca, K, Cd, Co, Mn, Ni, Fe, Se, Cu, P, Cr; უნიკალურ პოლისაქარიდებს: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4, რომლებიც არ არის არც ერთ სხვა პროდუქტში; უძლიერეს ანტიკანცეროგენს – ფიზალინს; უჯრედისს; 18 სახის ამინომჟავას.
გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი წარმოადგენს ნატურალურ ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გოჯის ნაყოფის ექსტრაქტის პასტილები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და წარმოადგენს საუკეთესო გასახდომ საშუალებას. გოჯის ექსტრაქტი გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით. მას შეუძლია დაიცვას ორგანიზმი თავისუფალი რადიკალების მავნე დამჟანგველი ზემოქმედებისაგან. გოჯის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს -ბიოაქტიური ფორმით, რომელიც იოლად აითვისება ორგანიზმის მიერ და სხვა ვიტამინებთან, ფლავონოიდებთან კომპლექსში უზრუნველყოფს ძლიერ მატონიზირებელ მოქმედებას.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გოჯის ნაყოფი გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად, სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად, გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. გოჯის ექსტრაქტის პასტილები არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, სისხლში ზრდის ტესტოსტერონის შემცველობას, რის შედეგადაც ძლიერდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პოტენცია, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, მატებს ტონუსს, არეგულირებს წნევას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს სიმსივნური დაავადების განვითარების რისკს, აძლიერებს ძვალ-კუნთოვან სისტემას, ხელს უწყობს თირკმელებისა და სანაღვლე გზების გაწმენდას.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება მოზრდილებში (14 წლიდან) 1 პასტილა 3-4-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. პასტილა უნდა გაიწუწნოს.
ძლიერი მატონიზირებელი მოქმედების გამო გოჯის ნაყოფის ექსტრაქტის პასტილების მიღება არ არის რეკომენდირებული ძილის წინ.
პრეპარატის მიღების კურსი შეადგენს 30 დღეს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციების გამოვლენისას.
არ არის რეკომენდირებული გამოყენება მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში.
გვერდითი მოვლენები: მცენარეული ნედლეულისადმი მომატებული მგრძნობელობის არსებობისას, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
გამოშვების ფორმა: 6 პასტილა პვქ/ალუ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.