ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი
გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი – კაფსულებში
GOJI BERRY EXTRACT CAPSULES
კაფსულის შემადგენლობა: გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი – 0,5გ კაფსულაში.
ექსტრაქტი შეიცავს ვიტამინებს (B1, B2, B6, E, C, კაროტინოიდები); ანტიოქსიდანტებს (ბეტა სიტოსტეროლი, ზეაქსანტინი, ომეგა-3, ომეგა-6); მიკროელემენტებს: Ge, Zn, I, Ca, K, Cd, Co, Mn, Ni, Fe, Se, Cu, P, Cr; უნიკალურ პოლისაქარიდებს: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4, რომლებიც არ არის არც ერთ სხვა პროდუქტში); უძლიერეს ანტიკანცეროგენს – ფიზალინს; უჯრედისს; 18 სახის ამინომჟავას.
გოჯის ნაყოფის ექსტრაქტი წარმოადგენს ნატურალურ ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გოჯის ნაყოფის ექსტრაქტის კაფსულები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და წარმოადგენს საუკეთესო გასახდომ საშუალებას. გოჯის ექსტრაქტი გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით. მას შეუძლია დაიცვას ორგანიზმი თავისუფალი რადიკალების მავნე დამჟანგველი ზემოქმედებისაგან. გოჯის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს -ბიოაქტიური ფორმით, რომელიც იოლად აითვისება ორგანიზმის მიერ და სხვა ვიტამინებთან, ფლავონოიდებთან კომპლექსში უზრუნველყოფს ძლიერ მატონიზირებელ მოქმედებას.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გოჯის ნაყოფი გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად, სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად, გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. გოჯის ექსტრაქტის კაფსულები არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, სისხლში ზრდის ტესტოსტერონის შემცველობას, რის შედეგადაც ძლიერდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პოტენცია, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, მატებს ტონუსს, არეგულირებს წნევას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს სიმსივნური დაავადების განვითარების რისკს, აძლიერებს ძვალ-კუნთოვან სისტემას, ხელს უწყობს თირკმელებისა და სანაღვლე გზების გაწმენდას.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება მოზრდილებში (14 წლიდან) 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ან 2 კაფსულა 2–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე (1 ჭიქა წყლის მიყოლებით).
ძლიერი მატონიზირებელი მოქმედების გამო გოჯის ნაყოფის ექსტრაქტის კაფსულების მიღება არ არის რეკომენდირებული ძილის წინ.
პრეპარატის მიღების კურსი შეადგენს 30 დღეს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციების გამოვლენისას.
არ არის რეკომენდირებული გამოყენება მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში.
გვერდითი მოვლენები: მცენარეული ნედლეულისადმი მომატებული მგრძნობელობის არსებობისას, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.