გეომინი N20 კაფს

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გეომინი
GEOMINI
გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: გააქტივებული კლინოპტილოლითი – 0,5გ;
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის ანტიოქსიდანტური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
,,გეომინი” ანტიოქსიდანტური პრეპარატია. განსხვავებით ჩვეულებრივი ანტიოქსიდანტებისაგან, იგი ასტიმულირებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას. წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ოქსიდორედუქტიულ პრეპარატს. მასში შემავალი გააქტივებული ბუნებრივი მინერალი ცეოლითი (კლინოპტილოლითი) უშუალოდ მოქმედებს უჯრედის მემბრანაზე, როგორც ელექტრონების ზედაპირულად აქტიური დონორი.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითება და გადაღლილობა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება და ამ სისტემის დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი.
· ინტოქსიკაცია, მათ შორის საკვებით, მძიმე მეტალებითა და შხამ-ქიმიკატებით მოწამვლა;
· გააჩნია ანტისტრესული და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კლინოპტილოლითის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, საკვების მიღების შემდეგ.
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 12 წლიდან: თითო კაფსულა 2-3-ჯერ დღეში;
მოწამვლისას – 4 – 4 კაფსულა 3-4- ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობისას მნიშვნელოვანია კვებითი დანამატის ყოველდღე და ერთსა და იმავე დროს მიღება.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი- III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46