ჩვენს შესახებ

ნეოფარმის ისტორია

ნეოფარმის ისტორია იწყება 1997 წლიდან, როდესაც იგი დაარსდა. კომპანია 25 წელია ჯანდაცვის სისტემის ნაწილია . წარმოების პორტფოლიო უმეტესად მოიცავს მცენარეული შემადგენლობის, ინოვაციურ და მაღალი ეფექტურობის მქონე სამკურნალო საშუალებებს, რომელთა ავტორები არიან მეცნიერები ფარმაცევტული სფეროდან და ექიმები. კომპანიის ძირითადი მიზანია სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულების პროდუქტების მიღება ბუნებრივი, მცენარეული პროდუქტებისგან. სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით საბოლოო პროდუქტებში ჩვენ ვინარჩუნებთ მოქმედ ნივთიერებებს ნატიურ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობასა და ნაკლებ გვერდით ეფექტებს.

მიზანი

ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს ეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია მომსახურების მაღალი ხარისხით.

სააფთიაქო ქსელი

ფილიალები წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტულ ბაზარზე.

ნეოფარმი დღეს

დღესდღეობით ფარმაცევტული კომპანია ნეოფარმი აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების სამკურნალწამლო,კოსმეტიკურ პროდუქტებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და ნატურალურ წვენებს. ჩვენ ვფლობთ დაახლოებით 50 უნიკალურ რეცეპტსა და 100 პატენტს. როგორც ნატურალური პროდუქტების მწარმოებლები, ჩვენი კომპანია საქართველოში არის პირველ ადგილზე.
სიროფი - ელექსირი - ხსნარები
0
ტაბლეტი - კაფსულა - პასტილა
0
მალამო - გელი - კრემი
0
სამკურნალო მცენარეები
0

GDP სტანდარტი

საწყობი

ჩვენ წარმატებით გავიარეთ ინსპექცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ და მოგვენიჭა 𝐆𝐃𝐏 (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკასთან) შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხის სისტემა ჩვენს კომპანიაში სრულიად უზრუნველყოფს ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების მიწოდებას სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა ეტაპზე და პასუხობს როგორც მომხმარებლის, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს.

2022

GDP სტანდარტი

კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა

2023

ISO სერთიფიკატი

9001:2015 მენეჯმენტის სისტემა

2023

HACCP

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა.

პროდუქტის უვნებლობის კონტროლის სისტემა.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

აქტიური ვაკანსიები

ბუღალტერი
ვაკანსია

შპს “ნეოფარმი +” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

სამედიცინო წარმომადგენელი
ვაკანსია

კომპანია „ნეოფარმი+“ აცხადებს ვაკანსიას „სამედიცინო წარმომადგენლის“ პოზიციაზე

საწყობის თანამშრომელი
ვაკანსია

შპს “ნეოფარმი +” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე.

ფარმაცევტი
ვაკანსია

შპს ,,ნეოფარმი+“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.