გოჯის კრემი- დღის დამატენიანებელი - 50მლ
სიახლე ! ! !

ფასი 35 ლარი

შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნუშის ზეთი, მინერალური ზეთი, სელის ზეთი, პოლისორბატ - 80, UV – ფილტრი (ეთილჰექსილმეთოქსიცინამატი), კარბომერი, გოჯის ექსტრაქტი, ალოეს ექსტრაქტი, ვაშლის ზეთი, ვარდის ზეთი, ჰიალურონის მჟავა, E ვიტამინი, ფენოქსიეთანოლი, ქლორფენეზინი.  

გოჯის ექსტრაქტი  ყველაზე ეფექტური და სწრაფად მოქმედი საშუალებაა კანის გასაახალგაზრდავებლად. გოჯის ექსტრაქტი აცოცხლებს, ანაზებს კანს, ხსნის დაღლილობას, მოშვებულობას.
ალოეს ექსტრაქტი – აქვს კანის ღრმად დამატენიანებელი მოქმედება, ამშვიდებს კანს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება, იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
UV–ფილტრი -კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელტალღიანი ჯგუფისგან, რომელიც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს კანზე, იწვევს მის გაუწყლოებას, დაბერებას, მზის დამწვრობას.
ვიტამინი E – ს აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება: ამცირებს ნაოჭებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლის კანის ასაკობრივი პიგმენტაციისა და მოშვებულობის განვითარებას. აქვს დამატენიანებელი მოქმედება: კანში აკავებს ტენს, ატონიზირებს, ხდის გლუვს.
აქვს დამცველი მოქმედება: ტოკოფეროლი იცავს კანს მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან, უჯრედებს კი იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ტოკოფეროლი აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების განმტკიცებას, რის გამოც ამცირებს თვალის უპეების ჩამუქებულობასა და სახის კანზე კუპეროზის (კაპილარული ბადეების) განვითარებას.
ჰიალურონის მჟავას მთავარი ფუნქციაა კანისა და მიმდებარე ქსოვილებში წყლის ბალანსის რეგულირება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში მონაწილეობა, მისი მოქმედებით კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.
სელის ზეთი მდიდარია თიამინით და ნიაცინით, რომლებიც ხელს უწყობენ წვრილი ნაოჭების გაქრობას, ხოლო რეტინოლი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ასევე სელის ზეთი სასარგებლოა კანის მომატებული ცხიმიანობისა და ანთებისადმი მიდრეკილებისას, კანის გაფართოებული ფორების დროს, რადგან რეტინოლი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ათანაბრებს კანის ფერს, ხოლო ქოლინი ამცირებს კანის გაღიზიანებადობას. M
ნუშის ზეთი შეიცავს ფიტოსტეროლებს, ვიტამინ E-ს და К-ს და ქოლინს, რომლებიც კანს ანიჭებს სინაზეს, აძლევს ჯანსაღ ფერს. შეიძლება გამოყენებული იყოს თვალის ირგვლივ კრემის მოსამზადებლად კანის წვრილი ნაოჭების შესამცირებლად.
ვარდის ზეთი სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქვს მატონიზირებელი, დამარბილებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.
მინერალური ზეთი კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც იცავს ტენის აორთქლებისა და გაუწყლოებისგან.


გამოყენების წესი: კრემ-გელი დაიტანეთ სახის გაწმენდილ კანზე დილით და თანაბრად გადაანაწილეთ ნაზი პალპაციით (კანის დაჭიმვის გარეშე) კრემის სრულ შეწოვამდე.

ეფექტურობა: გოჯის დღის კრემ-გელს აქვს ძლიერი დამატენიანებელი აქტივობა. მასში შემავალი UV - ფილტრი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. კრემი ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში, ანიჭებს ელასტიკურობასა და სიგლუვეს.
 
შეფუთვა: 50მლ ფლაკონში.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.




"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved