ნეოვენოლი
კიდევ ერთი სიახლე ნეოფარმის სააფთიაქო ქსელში !!!

 
გამოყენების ინსტრუქცია 

პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: კაფსულები.
ATC Code:  C05CX .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, კაპილარული ქსელის სხვა სტაბილიზატორები.
კაფსულის  შემადგენლობა: 
აქტიური ნივთიერებებ :ცხენისწაბლას (Aesculus hippocastanum) ექსტრაქტი - 200მგ (20% ესცინის შემცველობით); ჰესპერიდინი (Hesperidin)  - 50მგ; 
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პვპ, კალციუმის სტეარატი. 
ფარმაკოლოგიური თვისებები: რეკომენდირებულია გამოყენება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების - ესცინის, ჰესპერიდინის დამატებითი წყაროს სახით. ,,ნეოვენოლი’’-ს ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას განსაზღვრავს მასში 2 ექსტრაქტის კომბინირება, რომლებიც ავსებენ და აძლიერებელი ერთმანეთის მოქმედებას და განსაზღვრავენ კომპლექსურ - ვენოტონურ, ანგიოპროტექტორულ, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელ ეფექტს.
ცხენისწაბლას ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების - ესცინის შემცველობასთან, რომელსაც აქვს გამოხატული ვენოტონური მოქმედება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უშლის მასში თრომბოზების განვითარებას. ამავე დროს, ამცირებს კაპილარების კედლების განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ესკულინი ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბოზულ აქტივობას, სისხლძარღვების რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში ზრდის ანტითრომბინის გამომუშავებას. ესცინი ამცირებს სისხლის სიბლანტეს. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ანელებს სისხლის შედედების უნარს.
ჰესპერიდინს აქვს სისხლძარღვების მატონიზირებელი მოქმედება, ზრდის კაპილარების სიმტკიცეს, ამცირებს მათი კედლების განვლადობას, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამცირებს შეშუპებებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებსა და პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. ჰესპერიდინის ეფექტი ვლინდება თანდათანობით, მაგრამ ხანგრძლივად. 
გამოყენება რეკომენდირებულია: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნების, შეშუპებების, ტკივილის თავიდან აცილებისა და მათი პროფილაქტიკისთვის
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას;
მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტისას; 
პოსტთრომბოფლებიტური სინდრომისას.
ასევე, გამოიყენება 
ბუასილის კომპლექსურ მკურნალობაში ჩასართავად; 
ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკისთვის შეკრულობის დროს. 
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმელების მძიმე დაავადებები.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხვრივ (გულისრევა, დისპეფსია, დიარეა). 
მიღების წესი და დოზირება:მიიღება მოზრდილებში 18 წლის ზემოთ 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კურსის რამდენჯერმე განმეორება წლის მანძილზე. 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცხენისწაბლას ექსტრაქტი არაპირდაპირ კოაგულანტებთან და სხვა ანტითრომბოზული მოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს მათ მოქმედებას, ამიტომ არ არის სასურველი მათი კომბინირებული გამოყენება.
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათი ნეფროტოქსიკური ეფექტის გაძლიერებას.
ერთდროული მიღებისას ცეფალოსპორინები ამცირებენ ცხენისწაბლას ექსტრაქტის შეკავშირებას პლაზმის ცილებთან.
დოზის გადაჭარბება: მონაცემები არ მოიპოვება. შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს გვერდითი ეფექტების გაძლიერებას. მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება ექიმის მითითების შესაბამისად.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~. 
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90. 



"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved