ნეოდერმი 30მლ სპრეი
კიდევ ერთი სიახლე ნეოფარმის სააფთიაქო ქსელში !!!
მიცელარული წყალი
 
ფასი 5.50 ლარი 

აშორებს მაკიაჟს;
ღრმად წმენდს სახის კანს
ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას.


შემადგენლობა: წყალი, სულფატური აბუსალათინის ზეთი, ჩაის ხის ზეთი, ლავანდას ზეთი, ევკალიპტის ზეთი, პოლისორბატ 80.
ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, ატენიანებს კანს, ხელს უშლის მეჭეჭების განვითარებას. 
ევკალიპტის ზეთს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ქსოვილებს ამდიდრებს ჟანგბადით.
ლავანდას ზეთს სისტემატიური გამოყენებისას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
 
განსაკუთრებული ფორმულის წყალობით ხსნარი ღრმად წმენდს კანს, აშორებს მაკიაჟს, ჭუჭყს და ცხიმს, ატენიანებს, ანიჭებს სინაზეს, ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას. შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც გამწმენდი საშუალება მაკიაჟის მოსახსნელად, ასევე აკნეს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

გამოყენების წესი: ხსნარი დაიტანეთ ბამბის ტამპონზე გაფრქვევით, გაიწმინდეთ სახე და კისერი, არ ჩამოიბანოთ წყლით. გამოიყენეთ ყოველდღიურად, როგორც გამწმენდი. 
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. ხსნარის თვალში მოხვედრისას მოიბანეთ წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. 

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი: შპს. ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
თელ/Fახ: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.                



"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved