ნეოქონდრი 40g - გელი გარეგანი გამოყენებისთვის
სიახლე !
წამლის ფორმა:  გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

ფასი 12.50 ლარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი – 1,2გ (წყლის მარწყვაბალახას ფესურები ფესვებით (ღჰიზომატა ცუმ რადიცეს ჩომარი)_ 3 ნაწილი; ოროვანდის ფესვები (ღადიცეს Aრცტიი) _ 1 ნაწილი; შავი მოცხარის ფოთლები (Fოლია ღიბეს ნიგრი) _ 1 ნაწილი).
დამხმარე ნივთიერებები: დიმექსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გელს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას.
წყლის მარწყვაბალახა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს. მათში მთრიმლავ ნივთიერებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. ისინი განსაზღვრავენ მცენარის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, რეგენერაციულ ეფექტს.
ოროვანდის ფესვები შეიცავს ინულინს (45%-მდე), ეთერზეთს (0,17%-მდე), მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (კოფეინის, ვაშლის, ლიმონის), B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ოროვანდის ფესვებს აქვს შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მინერალურ ცვლას.
შავი მოცხარის ფოთლები გამოირჩევა ვიტამინ С - ს განსაკუთრებით მაღალი შემცველობით (0,4%-ზე მეტი). გარდა ამისა, შეიცავს ეთერზეთს, პოლიფენოლურ ნაერთებს. შავი მოცხარის ფოთლები ცნობილია, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედების მქონე ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება: 
ართრიტები; 
რევმატიზმი; 
ოსტეოქონდროზი; 
რადიკულიტი;
პოდაგრა; 
ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები; 
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში). 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება გარეგანად. გელი უნდა დაიტანოთ პრობლემურ უბანზე და შეიზილოთ კანში, დღეში 2-3-ჯერ. 
ეფექტის გასაძლიერებლად პრობლემურ უბანზე უნდა შემოიხვიოთ შალის ქსოვილი. 
გელის გამოყენება რეკომენდირებულია არანაკლებ 2-3 თვის განმავლობაში. 
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სახსრების სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 40გ გელი პოლიმერული მასალის ფლაკონში.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.  
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი:  ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~. 
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (32) 259-57-90; 259-64-46.


"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved