ნეოიმუნი #20 კაფ. - ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად
ფასი: 3.50 ლარი
ნეოიმუნი - სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული, იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალება
შემადგენლობა:
კრაზანას ბალახის (Hypericum perforatum)
სინამაქის ფოთლების (Cassia acutifolia)
ასკილის ნაყოფების (Rosa cinnamomea)
წითელი ჭარხლის ბოლქვების (Beta Vulgaris)
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდეპრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას
გამოიყენება:
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.) დროს;
• პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
• ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას;
• გამოფიტვის დროს უძილობისა და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
• არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების დროს;
• ზოგადი საერთო სისუსტის დროს.