ბრომჰექსინი–ნეო 100მლ სიროფი
მუკოლიზური მოქმედების ამოსახველებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური მოქმედების ამოსახველებელი საშუალება.

წამლის ფორმა: სიროფი.

დახასიათება: ბლანტი, მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე, სუნი - არომატული, გემო-ტკბილი, არომატი - მარწყვის.

საერთაშორისო სახელწოდება: (N-(2-ამინო-3,5-დიბრომბენზილ)-N-მეთილციკლოჰექსილამინის ჰიდროქლორიდი).

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – 4მგ/5მლ;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, შაქარი, მარწყვის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა: ბრომჰექსინი ავლენს მუკოლიზურ (სეკრეტოლიზურ) და ამოსახველებელ მოქმედებას. მუკოლიზური ეფექტი დაკავშირებულია მუკო-პოლისაქარიდული ბოჭკოების დეპოლიმერიზაციასთან და სეკრეტის ლორწოს გათხელებასთან.
გარდა ამისა, ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ალვეოლების სრულფასოვანი მუშაობისთვის. სურფაქტანტი მუკო-პოლისაქარიდული ბუნების ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ალვეოლების უჯრედებში. სურფაქტანტის ბიოსინთეზი ირღვევა ბრონქებისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს. ეს იწვევს ალვეოლების უჯრედების სტაბილურობის დაქვეითებას, დასუსტებას.
პრეპარატს ასევე გააჩნია სუსტი ხველის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ ბრომჰექსინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა შარდთან ერთად, ძირითადად,  უცვლელი სახით. ღვიძლში მეტაბოლიზდება, წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი –ამბროქსოლი, რომელიც ორგანიზმზე ახდენს ბრომჰექსინის მსგავს მოქმედებას. პრეპარატის ბიოშეღწევადობაა დაახლოებით 80%. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთ საათში. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს. ბრომჰექსინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში, ხვდება დედის რძეში.

ჩვენებები:
• სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, რომელთაც თან სდევს ბლანტი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ფილტვების ტუბერკულოზი და სხვ.
• პროდუქტიული ხველის მკურნალობა;

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მიღებული იქნეს საკმაო რაოდენობის წყალი, რადგან სითხის მოხმარების გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გაჯირჯვებას.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 - 5მლ სიროფი (2-4მგ ბრომჰექსინის ჰიდროქოლორიდი) 3-ჯერ დღეში.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე 50კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში: 5-10მლ სიროფი (4-8მგ ბრომჰექსინის ჰიდროქოლორიდი) 3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში.
მოზარდებში 14წლის ასაკის ზემოთ და მოზრდილებში: 10 – 15მლ სიროფი (8-12მგ ბრომჰექსინის ჰიდროქოლორიდი) 3-ჯერ დღეში.

შენიშვნა: 5მლ სიროფი შეესაბამება 1 ჩაის კოვზს.

პაციენტის ასაკი ერთჯერადი დოზა
(ჩაის კოვზი) ერთჯერადი  დოზა (მგ-ში) სადღეღამისო დოზა
(ჩაის კოვზი)
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები 0,5 – 1  2 - 4 1,5 – 3 (6 – 12მგ)
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები 1 – 2 4 - 8 3 – 6 (12 – 24მგ)
14 წლის ასაკის ზემოთ 2 - 3 8 - 12 6 – 9 (24 – 36მგ)

ჩვეულებრივ, ეფექტის გამოვლენა იწყება პრეპარატის მიღებიდან 24-48სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 დღიდან 4 კვირამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატი არ მიიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას საჭიროა დოზის შემცირება.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
• საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიის მოვლენები გულისრევის, ღებინების სახით, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;
• ცენტრალური სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
• ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება;

განსაკუთრებული მითითებები: ,,ბრომჰექსინი ნეო’’-ს მიღება არ არის რეკომენდირებული ხველის რეფლექსის მაბლოკირებელ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მშრალი ხველის მკურნალობისთვის. მათი ერთდროული გამოყენებისას ჩნდება სასუნთქ გზებში სეკრეტის შეგუბების საფრთხე, რაც აძლიერებს ანთებით პროცესს. კომბინირებული მიღება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრეპარატების მონაცვლეობისას: ამოსახველებელი პრეპარატები (ლაზოლვანი, მუკალტინი) მიიღება დღის განმავლობაში, ხოლო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები მიიღება ერთჯერადად ძილის წინ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, როცა დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის დანიშვნა შეიძლება კომბინაციაში ბრონქოდილატატორებთან, ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
მიღება არ არის რეკომენდირებული ხველის დამთრგუნველ (კოდეინის შემცველ) პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით - ამოსახველებელი და საღამოს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).
,,ბრომჰექსინი ნეო’’ შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან. ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში. 

დოზის გადაჭარბება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენები საშიში არ არის. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი.
მკურნალობა სიმპტომურია.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვთა ასაკში.
პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს ალკოჰოლის მიღებისას განვითარებული სიმპტომების მსგავსი მოვლენები.
 
გამოშვების ფორმა: 
პირველადი შეფუთვა: 100 მლ სიროფი პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის მზომ ჭიქასთან და ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°ც ტემპერატურის პირობებში. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. 



"
Copyright © 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved